1. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს თავისი საკონსულო ოლქის ფარგლებში შეასრულოს ამ კონვენციით გათვალისწინებული საკონსულო ფუნქციები.
2. საკონსულო თანამდებობის პირს, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით შეუძლია შეასრულოს საკონსულო ფუნქციები თავისი საკონსულო ოლქის ფარგლებს გარეთ.
3. წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია, შესაბამისი სახელმწიფოების შეტყობინების შემდეგ, დაავალოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში გახსნილ საკონსულო დაწესებულებას საკონსულო ფუნქციების შესრულება მესამე სახელმწიფოში, თუ არ არსებობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულად გამოხატული უარი.
4. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შესაბამისი შეტყობინების შემდეგ, მესამე სახელმწიფოს თხოვნით, საკონსულო დაწესებულებას, თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო წინააღმდეგი არ არის, შეუძლია შეასრულოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საკონსულო ფუნქციები მესამე სახელმწიფოს სახელი