როგორც კი საკონსულო დაწესებულების მეთაური, თუნდაც დროებით, შეუდგება თავისი ფუნქციების შესრულებას, ადგილსამყოფელი სახელმწიფო დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ საკონსულო ოლქის კომპეტენტურ ორგანოებს და უზრუნველყოფს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ საკონსულო დაწესებულების მეთაურმა შეძლოს თავისი თანამდებობრივი მოვალეობების შესრულება და ისარგებლოს ამ კონვენციის დებულებებიდან გამომდინარე უპირატესობითა და პრივილეგიები