(1) საკონსულო დაწესებულების მეთაური მიიღებს წარმდგენი სახელმწიფოსაგან დოკუმენტს, საკონსულო თანამდებობაზე დანიშვნის ან სხვა მსგავსი დოკუმენტის სახით, რომელშიც აღინიშნება მისი თანამდებობა, გვარი, სახელი, რანგი, კლასი, აგრეთვე საკონსულო ოლქი და საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელი.

(2) წარმდგენი სახელმწიფო ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მთავრობას დიპლომატიური არხებით ან სხვა შესაბამისი საშუალებებით უგზავნის საკონსულო პატენტს ან სხვა მსგავს დოკუმენტ