(1) ამ კონვენციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

(ა) „საკონსულო დაწესებულება“ ნიშნავს ნებისმიერ გენერალურ საკონსულოს, საკონსულოს, ვიცე–საკონსულოს ან საკონსულო სააგენტოს;

(ბ) „საკონსულო ოლქი“ ნიშნავს რაიონს, რომელიც საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად გამოეყოფა საკონსულო დაწესებულებას;

(გ) „საკონსულო დაწესებულების მეთაური“ ნიშნავს პირს, რომელსაც დავალებული აქვს იმოქმედოს ამ სახით;

(დ) „საკონსულო თანამდებობის პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, მათ შორსი საკონსულო დაწესებულების მეთაურს, რომელსაც დავალებული აქვს ამ სახით საკონსულო ფუნქციების შესრულება;

(ე) „საკონსულო მოსამსახურე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც შეასრულებს ადმინისტრაციულ ან ტექნიკურ მოვალეობებს საკონსულო დაწესებულებაში;

(ვ) „მომსახურე პერსონალის მუშაკი“ ნიშნავს პირს, რომელიც ემსახურება საკონსულო დაწესებულებას;

(ზ) „საკონსულო დაწესებულების მუშაკი“ ნიშნავს საკონსულო თანამდებობის პირს, საკონსულო მოსამსახურეს და მომსახურე პერსონალის მუშაკს;

(თ) „კერძო შინამუშაკი“ ნიშნავს პირს, რომელიც მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მუშაკის კერძო სამსახურშია;

(ი) „ოჯახის წევრი“ ნიშნავს საკონსულო დაწესებულების მუშაკის მეუღლეს, შვილს ან მშობელს, რომელიც იმყოფება მის კმაყოფაზე და ცხოვრობს მასთან ერთად;

(კ) „საკონსულო კარ-მიდამო“ ნიშნავს მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მიზნებისათვის გამოყენებულ შენობებს ან შენობათა ნაწილებს და ამ შენობათა ან შენობათა ნაწილების კუთვნილ მიწის ნაკვეთს, ვისაც არ უნდა ჰქონდეს მათზე საკუთრების უფლება:

(ლ) „საკონსულო არქივები“ ნიშნავს ყველა ოფიციალურ კორესპონდენციას, დოკუმენტს, წიგნს, ფილმს, ინფორმაციის შეგროვებისა და გამოყენების ტექნიკურ საშუალებას, საკონსულო დაწესებულების რეესტრს შიფრებისა და კარტოთეკების და მათი დაცვისა თუ შენახვისათვის განკუთვნილი საავეჯო საგნების ჩათვლით;

(მ) „გემი“ ნიშნავს ნებისმიერ გემს, სამხედრო ხომალდების გარდა, რომელსაც აქვს წარმდგენი სახელმწიფოს დროშით ნაოსნობის უფლება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად;

(ნ) „საჰაერო ხომალდი“ ნიშნავს ნებისმიერ საჰაერო ხომალდს, სამხედრო ხომალდის გარდა, რომელიც რეგისტრირებულია წარმდგენ სახელმწიფოში და აქვს უფლება ჰქონდეს ამ სახელმწიფოს ამოსაცნობი ნიშნები.

(2) ამ კონვენციის დებულებები, შესაბამის შემთხვევებში, გამოიყენება როგორც წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეების, ასევე იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც დაფუძნებულია წარმდგენ სახელმწიფოში მისი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი II

საკონსულო დაწესებულების გახსნა და საკონსულო დაწესებულების მუშაკთა დანიშვ