წარმდგენი სახელმწიფო ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი ფორმით ატყობინებს:
(ა) საკონსულო დაწესებულების მუშაკის ჩამოსვლის, მისი საბოლოო გამგზავრების ან ფუნქციების შეწყვეტის, ან ყველა იმ ცვლილების შესახებ, რომელიც მოქმედებს მის სტატუსზე და რომელიც შეიძლება მოხდეს საკონსულო დაწესებულებაში მისი მუშაობის დროს.
(ბ) იმ პირის ჩასვლის ან საბოლოო გამგზავრების შესახებ, რომელიც საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრია, აგერთვე შესაბამის შემთხვევაში, იმის შესახებ, რომ ესა თუ ის პირი ხდება ან აღარ არის ოჯახის წევრი.
(გ) კერძო შინამუშაკის ჩამოსვლის ან საბოლოო გამგზავრების, ან მისი სამსახურის დასრულების შესახებ.
(დ) იმ პირთა დაქირავებისა თუ გათავისუფლების შესახებ, რომლებიც არიან საკონსულო დაწესებულების მუშაკები ან კერძო შინამუშაკები, აქვთ უფლება პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე და ცხოვრობენ ადგილსამყოფელ სახელმწიფოშ