ჩამოსვლისა და გამგზავრების თაობაზე

წარმდგენი სახელმწიფო, თავისი კომპეტენტური ორგანოების სახით, წინასწარ წერილობით ატყობინებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგს:

1) საკონსულო დაწესებულების მუშაკთა გვარს, სახელს, მოქალაქეობას, რანგს, თანამდებობას, მათი ჩასვლისა და საბოლოო გამგზავრების, მათი ფუნქციების შეწყვეტის თარიღს, ასევე საკონსულო დაწესებულებაში მუშაობის მანძილზე მათი სტატუსის ნებისმიერ ცვლილებას.

2) საკონსულო დაწესებულების ნებისმიერი მუშაკის ოჯახის წევრთა გვარს, სახელს, მოქალაქეობას, მათი ჩასვლისა და საბოლოო გამგზავრების თარიღს, ასევე ამა თუ იმ პირის ოჯახის ასეთ წევრად გახდომის ან შეწყვეტის შესახებ.

ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ხელისუფლება, ამ სახელმწიფოს დადგენილი წესის თანახმად, საკონსულო დაწესებულების მუშაკებზე, მათი ოჯახების წევრებზე, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან ან მუდმივად ცხოვრობენ იქ, უფასოდ გასცემს მოწმობებ