1. საკონსულო დაწესებულების მეთაურის დანიშვნისათვის წარმდგენმა სახელმწიფომ ადგილსამყოფელი სახელმწიფოსგან უნდა მიიღოს წინასწარი თანხმობა. თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო ამაზე თანახმა არ არის, იგი ვალდებული არ არის შეატყობინოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილების მოტივი.
2. წარმდგენი სახელმწიფო ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცემს საკონსულო პატენტს და შეტყობინებას საკონსულო დაწესებულების მეთაურის დანიშვნის შესახებ.
3. საკონსულო პატენტის წარდგენის შემდეგ ადგილსამყოფელი სახელმწიფო შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში გასცემს ეგზეკვატურას საკონსულო დაწესებულების მეთაურზე.
4. საკონსულო დაწესებულების მეთაურს შეუძლია შეუდგეს თავისი მოვალეობების შესრულებას მას შემდეგ, როცა ადგილსამყოფელი სახელმწიფო გასცემს მასზე ეგზეკვატურას.
5. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ეგზეკვატურის გაცემამდე შეუძლია ნება დართოს საკონსულო დაწესებულების მეთაურს დროებით შეასრულოს თავისი ფუნქციები.
6. საკონსულო დაწესებულების მეთაურზე ეგზეკვატურის ან თავისი ფუნქციების დროებითი განხორციელების შესახებ ნებართვის გაცემის შემდეგ, ადგილსამყოფელი სახელმწიფო დაუყოვნებლივ ატყობინებს საკონსულო ოლქის ხელისუფლებას და იღებს ყველა აუცილებელ ღონისძიებას, რათა საკონსულო დაწესებულების მეთაურს შეუქმნას თავისი მოვალეობების განხორციელების შესაძლებლობა და სარგებლობდეს ყველა უფლებით, შეღავათით, პრივილეგიითა და იმუნიტეტით, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციი