1. წარმდგენი სახელმწიფოს მიერ დიპლომატიური ან სხვა შესაბამისი არხებით საკონსულო დაწესებულების მეთაურის დანიშვნამდე მიღებული უნდა იყოს შეთავაზებულ პირზე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობა.

2. თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო არ იძლევა საკონსულო დაწესებულების მეთაურად რომელიმე პირის დანიშვნის თანხმობას, იგი ვალდებული არ არის წარმდგენ სახელმწიფოს განუმარტოს ასეთი უარის მოტივები.

3. წარმდგენი სახელმწიფო ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს დიპლომატიური არხებით უგზავნის საკონსულო პატენტს ან სხვა ანალოგიურ დოკუმენტს საკონსულო მეთაურის დასანიშნავად. ამ დოკუმენტში აღინიშნება საკონსულო დაწესებულების მეთაურის სრული სახელი, გვარი, მისი მოქალაქეობა, საკონსულო ოლქი და ადგილსამყოფელი.

4. საკონსულო, დაწესებულების მეთაურის დასანიშნავად, საკონსულო პატენტის ან სხვა ანალოგიური დოკუმენტის მიღების შემდეგ, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულების მეთაურზე გასცემს ნებართვას, რა ფორმაც უნდა ჰქონდეს ასეთ ნებერთვას, რომელსაც ეგზეკვატურა ეწოდება. თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო უარს აცხადებს ეგზეკვატურის ან სხვა სახის ნებართვის გაცემაზე, იგი ვალდებული არ არის აცნობოს წარმდგენ სახელმწიფოს ასეთი უარის მოტივები.

5. საკონსულო დაწესებულების მეთაურს შეუძლია შეუდგეს თავისი ფუნქციების შესრულებას, მხოლოდ ასეთი ეგზეკვატურის ან სხვა სახის ნებართვის გაცემის შემდეგ, ამ მუხლის მე-6 პუნქტით და მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

6. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია თანხმობა მისცეს საკონსულო დაწესებულების მეთაურს დროებით შეასრულოს თავისი ფუნქციები ეგზეკვატურის ან სხვა სახის ნებართვის გაცემამდე. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კონვენციის დებულებანი.

7. როგორც კი საკონსულო დაწესებულების მეთაური შეუდგება, თუნდაც დროებით, თავისი ფუნქციების შესრულებას, ადგილსამყოფელი სახელმწიფო დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ საკონსულო ოლქის კომპეტენტურ ორგანოებს. გარდა ამისა, იგი უზრუნველყოფს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ საკონსულო დაწესებულების მეთაურმა შეძლოს თავისი თანამდებობრივი მოვალეობის შესრულება და ისარგებლოს ამ კონვენციიდან გამომდინარე პრივილეგიებითა და იმუნიტეტები