1. საკონსულო დაწესებულების მეთაურის დასანიშნად წარმდგენმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს წინასწარი თანხმობა. თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო ამაზე თანახმა არ არის, იგი ვალდებული არაა აცნობოს თავისი გადაწყვეტილების მოტივი.

2. წარმდგენი სახელმწიფო ადგილსამყოფელ სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცემს საკონსულო პატენტს ან შეტყობინებას საკონსულო დაწესებულების მეთაურის დანიშვნის თაობაზე.

3. საკონსულო პატენტის ან საკონსულო დაწესებულების მეთაურის დანიშვნის შესახებ შეტყობინების წარდგენის შემდეგ ადგილსამყოფელი სახელმწიფო, შესაძლო მოკლე ვადაში, აძლევს საკონსულო დაწესებულების მეთაურს ეგზეკვატურას.

4. საკონსულო დაწესებულების მეთაურს შეუძლია შეუდგეს თავის მოვალეობათა შესრულებას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ მისთვის ეგზეკვატურის მიცემის შემდეგ. ეგზეკვატურა არ ესაჭიროება საკონსულო თანამდებობის პირს, რომელიც მეთაურობს დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო სამსახურს (საკონსულო განყოფილებას).

5. ეგზეკვატურის გაცემამდე ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია ნება დართოს საკონსულო დაწესებულების მეთაურს დროებით შეასრულოს თავისი ფუნქციები.

6. საკონსულო დაწესებულების მეთაურისათვის ეგზეკვატურის ან ფუნქციების დროებით შესასრულებლად ნებართვის მიცემის შემდეგ ადგილსამყოფელი სახელმწიფო დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ საკონსულო ოლქის ხელისუფლებას და იღებს ყველა ზომას, რათა საკონსულო დაწესებულების მეთაურს მიეცეს შესაძლებლობა, შეასრულოს თავისი მოვალეობანი და ისარგებლოს ამ კონვენციით გათვალისწინებული ყველა უფლებით, უპირატესობით, პრივილეგიებითა და იმუნიტეტები