1. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს, წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოოს შემდეგი სანოტარო მოქმედებები:
1.1. ნებისმიერი მოქალაქის განცხადებით შეადგინოს და დაამოწმოს აქტები და დოკუმენტები წარმდგენ სახელმწიფოსა და მის ფარგლებს გარეთ გამოსაყენებლად;
1.2. დაამოწმოს ხელმოწერათა და წარმდგენი ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოთა ოფიციალურ დოკუმენტებზე ბეჭდების ნამდვილობა, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მხარეებსაც წარმოადგენენ ხელშემკვრელი მხარეები;
1.3. განახორციელოს ოფიციალური დოკუმენტების ორიგინალთა ლეგალიზაცია და დაამოწმოს მათი ასლების, ამონაწერების, თარგმანების ნამდვილობა;
1.4. შეასრულოს წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ნებისმიერი სანოტარო მოქმედება.
2. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ შედგენილ, დამოწმებულ ან აუცილებლობის შემთხვევაში ლეგალიზებულ დოკუმენტებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას, ისეთივე იურიდიული ძალა აქვთ, როგორც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ შედგენილ, დამოწმებულ ან აუცილებლობის შემთხვევაში ლეგალიზებულ დოკუმენტებ