1. საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ:
ა) გააკეთონ იმ დოკუმენტზე ხელმოწერის ლეგალიზაცია, რომლებიც გაცემულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების ან თანამდებობის პირების მიერ;
ბ) მიიღონ ნებისმიერი განცხადება, შეადგინონ აქტები, დაადასტურონ ხელმოწერა, გააკეთონ ვიზირება, დაამოწმონ ან თარგმნონ დოკუმენტები, თუკი ამას მოითხოვს წარმდგენი სახელმწიფოს კანონები და წესები;
გ) თარგმნონ და დაამოწმონ ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია წარმდგენი სახელმწიფოს ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების ან თანამდებობის პირის მიერ, თუ ეს ადგილსაყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს არ ეწინააღმდეგება.
2. საკონსულო პირის მიერ შედგენილი, დამოწმებული, დადასტურებული ან თარგმნილი აქტები ან დოკუმენტები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სარგებლობს ისეთივე ძალით, როგორც ადგილსაყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ შედგენილი, დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტები, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს აუცილებელი ფორმალობების გათვალისწინები