საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს განახორციელოს
შემდეგი მოქმედებანი:
1.1.ნებისმიერი მოქალაქის განცხადების საფუძველზე შეადგინოს
აქტები და დოკუმენტები მათი წარმდგენ სახელმწიფოსა და მის საზღვრებს გარეთ გამოყენებისათვის;
1.2. გადათარგმნოს ოფიციალური აქტები და დოკუმენტები წარმდგენი სახელმწიფოს ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ენაზე და დაადასტუროს, რომ ეს თარგმანი შეესაბამება ორიგინალს;
1.3. შეასრულოს ნებისმიერი სხვა სანოტარო ფუნქცია დავალებული წარმდგენი სახელმწიფოს მიერ;
1.4. ლეგალიზება გაუკეთოს ოფიციალურ დოკუმენტებს, ამ დოკუმენტების ასლებს, ამონაწერებსა და თარგმანებს;
1.5. დაადასტუროს დოკუმენტებზე წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმოწერების და ბეჭდების სინამდვილე;
2. საკონსულოს თანამდებობის პირის მიერ შედგენილ, ლეგალიზებულ ან დამოწმებულ დოკუმენტებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და ნორმებს, ექნებათ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც დოკუმენტებს შედგენილს, ლეგალიზებულს ან დამოწმებულს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ