ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია დიპლომატიური არხებით აცნობოს წარმდგენ სახელმწიფოს იმის შესახებ, რომ ესა თუ ის საკონსულო თანამდებობის პირი გამოცხადებული ,,Persona non grata”-დ ან საკონსულო დაწესებულების ნებისმიერი მუშაკი მიუღებელია ამასთანავე ვალდებული არ არის შეატყობინოს თავისი გადაწყვეტილების მოტივები. ასეთ შემთხვევაში, წარმდგენი სახელმწიფო ვალდებულია გამოიძახოს შესაბამისი პიროვნება. თუ წარმდგენი სახელმწიფო მიღებულ ვადაში არ შეასრულებს ამ მოვალეობას, მაშინ ადგილსამყოფელ სახელმწიფოს უფლება აქვს უარი თქვას აღნიშნული პიროვნების საკონსულო დაწესებულების მუშაკად აღიარებაზე