საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს:
1.1.აწარმოოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეების აღრიცხვა.
1.2. მიიღოს მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი განცხადება.
1.3 ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან
მიიღოს ცნობები წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეების დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ, რეგისტრაცია გაუკეთოს ასეთი მოქალაქეების დაბადებასა და გარდაცვალებას და შეადგინოს შესაბამისი აქტები.
1.4. რეგისტრაცია გაუკეთოს ქორწინებას წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობასთან შესაბამისად.
1.5. რეგისტრაცია გაუკეთოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის განქორწინებას წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობასთან შესაბამისად.
2. მოცემული მუხლის 1 პუნქტის დებულებანი არ ათავისუფლებენ დაინტერესებულ პირებს მოვალეობისაგან დაიცვან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და წესები
საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია
მუხლი 10. მოქალაქეობასთან და მოქალაქეობრივ მდგომარეობასთან დაკისრებული ფუნქციები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. საკონსულო დაწესებულების მეთაურის დანიშვნა
- მუხლი 4. საკონსულო დაწესებულების მეთაურის ფუნქციების დროებითი შესრულება
- მუხლი 5. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შეტყობინება დანიშვნის, ჩამოსვლისა და გამგზავრების თაობაზე
- მუხლი 7. ,,Persona non grata” - დ ან მიუღებლად გამოცხადებული პირები
- მუხლი 8. საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები
- მუხლი 9. ზოგადი დებულებები
- მუხლი 11. პასპორტებთან და ვიზებთან დაკავშირებული ფუნქციები
- მუხლი 12. ლეგალიზაცია და დადასტურება
- მუხლი 13. შეტყობინება დაკავების, დაპატიმრების და მონახულების შესახებ
- მუხლი 14. წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის დახმარების გაწევა
- მუხლი 15. მეურვეობა და მზრუნველობა
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია“, მუხლი 10. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1218398/muxli-10/