1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ აცნობებენ წარმდგენი სახელმწიფოს შესაბამის საკონსულო თანამდებობის პირს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის დაკავების, დაპატიმრების ან ნებისმიერი სხვა სახით თავისუფლების შეზღუდვის შესახებ.
იმავდროულად ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ გადასცემენ ამ პირის ნებისმიერ ცნობას, რომელიც განკუთვნილია საკონსულო დაწესებულებისათვის.
2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ მაგრამ არა უგვიანეს ოთხი დღისა წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის დაკავების, დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის მომენტიდან, უზრუნველყოფენ საკონსულო თანამდებობის პირის უფლებას მოინახულოს ან დაუკავშირდეს ასეთ მოქალაქეს.
3. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები წარმდგენი სახელმწიფოს შესაბამის მოქალაქეს ატყობინებენ მისი უფლებების შესახებ, ამ მუხლის 1 და 2 პუნქტების შესაბამისად.
4. მოცემული მუხლის 1 და 2 პუნქტებში მითითებული უფლებები ხორციელდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად, იმ პირობით, რომ ზემოთხსენებული კანონები და წესები არ უნდა აუქმებდნენ ამ უფლებებს
საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია
მუხლი 13. შეტყობინება დაკავების, დაპატიმრების და მონახულების შესახებ
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 13. შეტყობინება დაკავების, დაპატიმრების და მონახულების შესახებ
- მუხლი 12. შეტყობინება მოქალაქეთა დაკავების, დაპატიმრების, მსჯავრდების შესახებ და მოქალაქეთა მონახულება
- მუხლი 31. მეურვეობა, მონახულების უფლებები და უსაფრთხოება
- მუხლი 39. დაპატიმრებასა და სასამართლო განხილვასთან დაკავშირებული ფუნქციები
- მუხლი 39. დაპატიმრებისა და სასამართლო განხილვასთან დაკავშირებული
- მუხლი 42. შეტყობინება დაპატიმრების, დაკავების ან სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. ,,Persona non grata” - დ ან მიუღებლად გამოცხადებული პირები
- მუხლი 8. საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები
- მუხლი 9. ზოგადი დებულებები
- მუხლი 10. მოქალაქეობასთან და მოქალაქეობრივ მდგომარეობასთან დაკისრებული ფუნქციები
- მუხლი 11. პასპორტებთან და ვიზებთან დაკავშირებული ფუნქციები
- მუხლი 12. ლეგალიზაცია და დადასტურება
- მუხლი 14. წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის დახმარების გაწევა
- მუხლი 15. მეურვეობა და მზრუნველობა
- მუხლი 16. შეტყობინება გარდაცვალების შესახებ
- მუხლი 17. მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ფუნქციები
- მუხლი 18. დახმარება, გაწეული წარმდგენი სახელმწიფოს ხომალდებისადმი
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია“, მუხლი 13. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1218398/muxli-13/