ფუნქციები

1. წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე დაპატიმრების შემთხვევაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ, ოთხი დღის ვადაში ატყობინებენ ამის შესახებ წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებას.

2. პატიმრობაში მყოფი წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის საკონსულო დაწესებულებებისათვის გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა გადასცენ საკონსულო დაწესებულებას.

3. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონების შესაბამისად მოინახულოს წარმდგენი სახელმწიფოს დაპატიმრებული მოქალაქე, რათა ესაუბროს მას, აგრეთვე გადასცეს ან მიიღოს მისგან კორესპონდენცია და ამანათები და განახორციელოს მისი იურიდიული წარმომადგენლობებისათვის საჭირო ღონისძიებები. პირველ შეხვედრაზე თანხმობა უნდა გაიცეს სამი დღის ვადაში ოფიციალური მიმართვის დღიდან.

შემდგომ შეხვედრებზე ნებართვა გაიცემა დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ, მაგრამ არანაკლებ ორ თვეში ერთხელ.

4. საკონსულო თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ დაპატიმრებული მოქალაქის სახელით ნებისმიერი ღონისძიების მიღებისაგან, თუ ეს მოქალაქე საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით აშკარად ეწინააღმდეგება ასეთ მოქმედებას.

5. ადგილსამყოფელი სახელმწიფო გააცნობს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც დაპატიმრებულნი არიან, გასამართლებას ან სხვა სახის განხილვას ექვემდებარებიან, ამ მუხლის დებულებებს, რის შესახებაც სისხლის სამართლის საქმეში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

6. ამ მუხლში ნახსენები „დაპატიმრებული პირი“ მოიცავს დატუსაღებულ, დაპატიმრებულ ან სხვა ფორმით პირად თავისუფლებაშეზღუდულ პირს, სასამართლო განხილვის მოლოდინში წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს ან, პირს, რომელიც სასჯელს იხდის ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

7. ამ მუხლში მოცემული უფლებები ხორციელდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად, იმ პირობით, რომ ეს კანონები და წესები ხელს უწყობენ იმ მიზნების სრულ მიღწევას, რომლებისთვისაც ეს უფლებებია განკუთვნილ