1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები შესაძლო მოკლე ვადაში ატყობინებენ საკონსულო თანამდებობის პირს მისი საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე იმ პირის გარდაცვალების შესახებ, რომელიც ამ ორგანოებისათვის ცნობილია როგორც წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე, აგრეთვე აცნობებენ საკონსულო დაწესებულებას სამკვიდრო ქონების, ანდერძის არსებობის შესახებ, ასევე იმის შესახებ, რომ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი ან წარმოდგენილი პირი დანიშნულია იმ ქონების განმკარგულებლად.
2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები შესაძლო მოკლე ვადაში აცნობებენ საკონსულო თანამდებობის პირს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დატოვებული სამკვიდრო ქონების შესახებ, იმ შემთხვევაში, როდესაც მემკვიდრე ან საანდერძო დანაკისრის მიმღები არის წარმდგენი სახელმწიფო ან პირი, რომელიც კომპეტენტური ორგანოებისათვის წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქედაა ცნობილი.
3. თუ საკონსულო თანამდებობის პირი პირველი შეიტყობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის გარდაცვალებას ან წარმდგენი სახელმწიფოს გარდაცვლილი მოქალაქის მიერ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დატოვებული სამკვიდრო ქონების არსებობას, იგი ამის შესახებ ატყობინებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს.
4. საკონსულო თანამდებობის პირს ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული სამკვიდრო ქონების საკითხებთან დაკავშირებით და იმდენად, რამდენადაც ეს დასაშვებია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად აქვს უფლება:
a) სთხოვოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს განახორციელოს ღონისძიებანი ან პირადად უზრუნველყოს ამ სამკვიდრო ქონების დაცვა და შენახვა;
b) დაესწროს ან რაიმე სხვა სახით მიიღოს მონაწილეობა იმ ღონისძიებათა განხორციელებაში, რომლებიც აღნიშნულია ამ პუნქტის „a“ ქვეპუნქტში;
c) უზრუნველყოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის წარმომადგენლობა, რომელსაც აქვს კანონიერი ინტერესი ამ ქონებისადმი, და რომელიც არ იმყოფება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და არ ჰყავს იქ წარმომადგენელი.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის მე-4 პუნქტის „c“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხორციელდება ღონისძიებები წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად, ეს წარმომადგენლობა მოქმედებს მანამ, სანამ ამგვარად წარმოდგენილი პირები არ დანიშნავენ თავიანთ წარმომადგენელს ან თავად არ იკისრებენ საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის პასუხისმგებლობას.
6. თუ წარმდგენი სახელმწიფოს რომელიმე მოქალაქე გარდაიცვალა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებითი ყოფნის დროს, ამასთან, არ გააჩნდა ამ სახელმწიფოში მუდმივი საცხოვრებელი, საკონსულო თანამდებობის პირს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონის გათვალისწინებით შეუძლია მფლობელობაში მიიღოს და განკარგოს დოკუმენტები, ფული და გარდაცვლილის სხვა პირადი ქონება იმ პირობით, რომ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ არსებობს პირი, რომელსაც აქვს ამ დოკუმენტებზე, ფულსა და პირად ქონებაზე პრეტენზიის უფლება. დროებითი მფლობელობის უფლება გადაეცემა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების გათვალისწინებით სათანადოდ დანიშნულ განმკარგულებელს ან სხვა უფლებამოსილ პირს.
7. წარმდგენი სახელმწიფო და ადგილსამყოფელი სახელმწიფო ხელს უწყობენ მემკვიდრეობის გადაცემას:
a) სამკვიდრო ქონების შემადგენელი ნაწილის ნივთების გატანასა და შემოტანაზე ნებართვის გაცემის გზით იმ შემთხვევაში, თუ ამ ნივთების გატანა ან შემოტანა პირდაპირ არ არის აკრძალული სახელმწიფოების კანონებითა და წესებით;
b) სამკვიდრო ქონების ნებისმიერი ნაწილის გაყიდვაზე ნებართვის გაცემის გზით, რომელიც გატანას არ ექვემდებარება ამ პუნქტის „a“ ქვეპუნქტის დებულებების შესაბამისად;
c) ასეთი რეალიზაციის შედეგად მიღებული გასამრჯელოების, გადასახადებისა და ბაჟის დაქვითვის შემდეგ მიღებული სუფთა ამონაგების წარმდგენი სახელმწიფოს ვალუტით ან სხვა კონვერტირებადი ვალუტით საანდერძო დანაკისრის მიმღებისათვის მის მუდმივსაცხოვრებელ სახელმწიფოში გადარიცხვაზე ნებართვის გზით.
8. საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის სახელით, თუ ეს მოქალაქე არ იმყოფება ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სასამართლოებისაგან, ხელისუფალთა ან ცალკეული პირებისაგან მიიღოს ფული ან სხვა საკუთრება, რომელზეც ამ მოქალაქეს აქვს უფლება რომელიმე პირის გარდაცვალების შედეგად, სამკვიდრო ქონების, უბედური შემთხვევებისათვის დაწესებული კომპენსაციების შესახებ კანონების შესაბამისად და აგრეთვე სიცოცხლის სადაზღვევო პოლისებით დადგენილი სადაზღვევო თანხების ჩათვლი