1. რამდენადაც ქვემოთ აღნიშნული მოქმედება არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს, საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს:

a) გამოარკვიოს წარმდგენი სახელმწიფოს გემზე მომხდარი ნებისმიერი ინციდენტი, ასეთ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოკითხოს კაპიტანი და ეკიპაჟის ნებისმიერი წევრი, შეამოწმოს გემის დოკუმენტები, მიიღოს ინფორმაცია გემის სვლაგეზისა და დანიშნულების პუნქტის შესახებ, აგრეთვე აღმოუჩინოს დახმარება გემის შესვლასთან და გასვლასთან, აგრეთვე ნავსადგურში მის ყოფნასთან დაკავშირებით;

b) გადაწყვიტოს დავა კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს შორის, ხელფასსა და შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავების ჩათვლით;

c) შეასრულოს კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების დაქირავებასა და დათხოვნასთან დაკავშირებული ფორმალობები;

d) უზრუნველყოს გემის კაპიტნის, ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების სამედიცინო მკურნალობა და განახორციელოს წარმდგენ სახელმწიფოში მათი დაბრუნებისათვის საჭირო ღონისძიებანი;

e) მიიღოს, შეადგინოს, დაამოწმოს ან მოქმედების ვადა გაუგრძელოს ნებისმიერ განცხადებას ან სხვა დოკუმენტს, რომელიც წარმდგენი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით გათვალისწინებულია წარმდგენი სახელმწიფოს გემისა და მისი ტვირთის მიმართ;

f) განახორციელოს სხვა ღონისძიებანი სავაჭრო ნაოსნობის მიმართ წარმდგენი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესრულებისათვის.

2. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად თან ახლდეს გემის კაპიტანს ან ეკიპაჟის ნებისმიერ წევრს სასამართლოში ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სხვა ორგანოებში მათთვის დახმარების გაწევის მიზნი