1. საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ:
ა) დახმარება გაუწიონ და ხელი შეუწყონ წარმდგენი სახელმწიფოს გემის შესვლას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიულ ან შიდა წყლებში, პორტში, აგრეთვე მის იქ ყოფნასა და გამგზავრებას;
ბ) გამოკითხონ გემის კაპიტანი და ეკიპაჟის ყველა წევრი;
გ) შეამოწმონ და დაამოწმონ გემის დოკუმენტები;
დ) მიიღონ ინფორმაცია გემის სვლაგეზისა და საბოლოო დანიშნულების ადგილის შესახებ;
ე) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სახელით გასცენ მგზავრობის გასაგრძელებლად ყველა საჭირო დოკუმენტი;
ვ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად გასცენ და განაახლონ ყველა საზღვაო დოკუმენტი;
ზ) განახორციელონ ყველა საჭირო ღონისძიებები გემის კაპიტნის და ეკიპაჟის წევრების დაქირავებისა და დათხოვნის მიმართ;
თ) მიიღონ, შეადგინონ და დაამოწმონ განცხადებები, გადასცენ სხვა ნებისმიერი დოკუმენტი გემის მართვისა და მდგომარეობის, ეროვნულობის, კუთვნილებისა და რეალური გარანტიების შესახებ, ან მის ბარგთან დაკავშირებით, წარმდგენი სახელმწიფოს კანონებისა და წესების გათვალისწინებით;
ი) განახორციელონ ყველა აუცილებელი ღონისძიებანი გემბანზე წესრიგისა და დისციპლინის შენარჩუნების მიზნით;
კ) გადაწყვიტონ სადავო საკითხები ხელფასსა და დაქირავებულ მუშახელთან კონტრაქტის შესრულებასთან დაკავშირებით გემის კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს შორის;
ლ) გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გემის კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების სამედიცინო მომსახურების, სამშობლოში დაბრუნებისა და საავადმყოფოში მოთავსების შემთხვევაში;
მ) მიიღონ მგზავრობის მსვლელობისას გემბანზე კაპიტნის მიერ შედგენილი დაბადების ან გარდაცვალების აქტები და ანდერძები;
ნ) აღმოუჩინონ შესაბამისი დახმარება გემის კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს სასამართლოში ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სხვა ორგანოებში, აგრეთვე უზრუნველყონ ისინი თარჯიმნით.
ო) უზრუნველყონ რომ გემბანზე დაცული იქნეს წარმდგენ სახელმწიფოში მოქმედი საზღვაო კანონები;
პ) აღწერონ ინვენტარი და გაატარონ სხვა აუცილებელი ღონისძიებები იმ ნივთებისა და ქონების შესანახად, რომელიც დარჩათ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს, მგზავრებს ან წარმდგენი სახელმწიფოს გემზე გარდაცვლილ მგზავრებს გემის პორტში შესვლამდე;
ჟ) წარმდგენი სახელმწიფოს კანონებისა და წესების გათვალისწინებით მიიღონ განცხადებები და გააფორმონ დოკუმენტები წარმდგენი სახელმწიფოს გემის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზ