1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებას დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მისი საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის გარდაცვალების თაობაზე და მიაწოდონ საკონსულო დაწესებულებას ინფორმაცია მემკვიდრეობისა და ანდერძის შესახებ, აგრეთვე იმ პიროვნების შესახებ, რომელსაც დაევალა ან დაევალება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სამკვიდრო ქონების განკარგვა.

2. იმ შემთხვევაში, თუ საკონსულო დაწესებულება მიიღებს შეტყობინებას თავისი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ, იგი სთხოვს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს მიაწოდონ მას ინფორმაცია იმის შესახებ, რასაც ისინი მოიძიებენ და აგრეთვე აღწერონ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში გარდაცვლილის მიერ დატოვებული სამკვიდრო ქონება.

3. წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია სთხოვოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს დაუყოვნებლივ განახორციელონ აუცილებელი ღონისძიებები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარჩენილი სამკვიდრო ქონების დაცვისა და მართვისათვის.

4. საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია შესთავაზოს თანამშრომლობა უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში.

5. იმ შემთხვევაში, თუ დამცავი ღონისძიებების განხორციელებისას არ ესწრება მემკვიდრე ან მისი წარმომადგენელი, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლება იწვევს წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო თანამდებობის პირს იმ მიზნით, რათა იგი დაესწროს დალუქვას და ლუქის მოხსნის, აგრეთვე ინვენტარის აღწერის ოპერაციებს.

6. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პროცედურის შესრულების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდრო მოძრავი ან უძრავი ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავალი ეკუთვნის კანონისმიერ ან ანდერძისმიერ მემკვიდრეს და ის არის წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე და არ ცხოვრობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან არ იყო სათანადოდ უფლებამოსილი, მაშინ ზემოაღნიშნული ქონება ან მისი გაყიდვით მიღებული შემოსავალი გადაეცემა წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებას, თუ:

ა) დადგენილია კანონისმიერი თუ ანდერძისმიერი მემკვიდრეობა;

ბ) კომპეტენტურ ორგანოებს აქვთ ასეთი უფლებამოსილება სამკვიდრო ქონებაზე ან მისი გაყიდვით მიღებულ შემოსავლებზე;

გ) მემკვიდრეობით დარჩენილი ყველა ვალი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი დროის განმავლობაში იქნება გადახდილი ან გარანტირებული იქნება მისი გადახდა;

დ) სამკვიდრო ქონების მიღებასთან დაკავშირებული გადასახადები იქნება გადახდილი ან გარანტირებული იქნება მათი გადახდა.

7. თუ წარმდგენი სახელმწიფოს რომელიმე მოქალაქე გარდაიცვალა ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით ყოფნის დროს და მისი გარდაცვალების შემდეგ მას არ აღმოაჩნდა მემკვიდრე ადგილსამყოფელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მისი პირადი ნივთები და ფულადი თანხა ყოველგვარი ფორმალობის გარეშე გადაეცემა წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებას დროებითი შენახვისა და საკითხის საბოლოო მოგვარების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ადმინისტრაციულ და სასამართლო ხელისუფლებას უფლება აქვს დაადოს მას ყადაღა, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. პირადი ნივთებისა და ფულადი თანხის გადაგზავნა უნდა შესრულდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის გათვალისწინები