1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში ატყობინებენ საკონსულო თანამდებობის პირს საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ, აგრეთვე საკონსულო თანამდებობის პირს აწვდიან ინფორმაციას სამკვიდრო ქონების, ანდერძის არსებობის შესახებ, აგრეთვე ამა თუ იმ პიროვნების, რომელიც იმყოფება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ ქონების განმკარგველად დანიშვნის შესახებ.
2. საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია ამ მუხლის 1 პუნქტის გათვალისწინებით, ქონების არსებობის შემთხვევაში, დაესწროს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ქონების აღწერას და მის დალუქვას.
3. იმ შემთხვევაში, როცა წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეს აქვს იმ პირის ქონებაზე მემკვიდრეობის უფლება, რომელიც გარდაიცვალა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მიუხედავად გარდაცვლილი პირის მოქალაქეობისა, ამ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყონებლივ ატყობინებენ ამის შესახებ საკონსულო დაწესებულებებს.
4. თუ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეს აქვს უფლება ან პრეტენზია უფლებაზე, რომ მიიღოს მემკვიდრეობა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, მაგრამ არც მას და არც მის წარმომადგენელს არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მემკვიდრეობის შესახებ საქმის განხილვაში, საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია პირადად ან თავისი წარმომადგენლის მეშვეობით წარმოადგინოს ეს მოქალაქე სასამართლოში, ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებში.
5. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის სახელით, რომელიც მუდმივად არ ცხოვრობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, მიიღოს ამ მოქალაქისათვის გადასაცემად ნებისმიერი სახის მემკვიდრეობა, რომელიც მას ეკუთვნის.
6. თუ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად არ ცხოვრობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, გარდაიცვლება ამ სახელმწიფოში, საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს დროებითი შენახვის მიზნით მიიღოს ყველა დოკუმენტი, ფულადი სახსრები და გარდაცვლილის პირადი ქონება მათ მემკვიდრეებზე, განმკარგველებზე, ან სხვა უფლებამოსილ პირებზე გადასაცემად.
7. საკონსულო თანამდებობის პირს, წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის სახელით, თუკი ეს მოქალაქე არ იმყოფება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, შეუძლია სასამართლოსაგან, ხელისუფლებისაგან და სხვა ცალკეული პირებისაგან მიიღოს ფული ან სხვა სახის საკუთრება, რომელზედაც მოცემულ მოქალაქეს უფლება აქვს ნებისმიერი პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მათ შორის სამკვიდრო ქონების, უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაციის გადასახადების, აგრეთვე სიცოცხლის დაზღვევასთან დაკავშირებული სადაზღვეო პოლისების გადასახადების ჩათვლით.
8. წინამდებარე მუხლის 4, 5, 6, 7 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებისას საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია დაიცვას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და წესებ