შიდა ან ტერიტორიულ წყლებში განიცადეს ავარია, დაჯდნენ მეჩეჩზე ან
სხვა რომელიმე მიზეზით არ ძალუძთ დამოუკიდებლად განაგრძონ ცურვა
1. თუ ხომალდი, რომელიც დაცურავს წარმდგენი სახელმწიფოს დროშით, განიცდის ავარიას, დაჯდება მეჩეჩზე ან სხვა რომელიმე მიზეზის გამო ვერ შეძლებს დამოუკიდებლად განაგრძოს ცურვა, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ აცნობებენ საკონსულო დაწესებულებას ხომალდის გემბანზე არსებული ეკიპაჟისა და მგზავრების, ტვირთის და სხვა ქონების გადასარჩენად მიღებული ზომების შესახებ.
2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები არ აბრკოლებენ საკონსულო თანამდებობის პირს, რათა მან დახმარება აღმოუჩინოს ნებისმიერ ხომალდს, რომელმაც მარცხი ან ავარია განიცადა, დაჯდა მეჩეჩზე ან სხვა რომელიმე მიზეზის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განაგრძოს ცურვა, აგრეთვე მის ეკიპაჟს და მგზავრებს და ამ მიზნით მას შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფალთ.
3. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფალნი დაუყოვნებლივ ატყობინებენ საკონსულო დაწესებულებას, თუ წარმდგენი სახელმწიფოს ხომალდი განიცდის ავარიას, დაჯდება მეჩეჩზე ან სხვა რამე მიზეზის გამო ვერ შეძლებს დამოუკიდებლად ცურვის გაგრძელებას, ან ნებისმიერი საგანი, აგრეთვე ტვირთი, რომელიც ეკუთვნის ხომალდს, ნაპოვნი იქნება ნაპირზე ან მიტანილი იქნება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს პორტში, თუ კაპიტანი, მფლობელი ან სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენელი არ ესწრება, ან არ შეუძლია მიიღოს ზომები ზემოაღნიშნული ქონების შენახვისა და განკარგვისათვის, ამ შემთხვევაში საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია მიიღოს აუცილებელი ზომები მათი სახელით.
4. წარმდგენი სახელმწიფოს ხომალდისაგან, რომელმაც განიცადა ავარია, დაჯდა მეჩეჩზე ან სხვა რაიმე მიზეზის გამო ვერ შეძლო დამოუკიდებლად ცურვის გაგრძელება, ტვირთსა და ხომალდის ქონებაზე არ აიკრიფება რაიმე სახის საბაჟო გადასახადი, იმ შემთხვევების გარდა, როცა მათი რეალიზება და გამოყენება ხდება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში.
5. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს დაესწროს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ხომალდის ავარიის, მისი მეჩეჩზე დაჯდომის, ან მის მიერ ცურვის დამოუკიდებლად გაგრძელების შეუძლებლობის მიზეზების გამოკვლევა