წინააღმდეგ იძულების ღონისძიების შემთხვევაში
ხომალდის დაცვა
1. იმ შემთხვევაში, თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლო ან სხვა კომპეტენტური ორგანოები აპირებენ გამოიყენონ ამა თუ იმ სახის იძულებითი ღონისძიებანი ან დაავალონ აწარმოონ რაიმე სახის გამოიძიება წარმდგენი სახელმწიფოს ხომალდის გემბანზე, ისინი აღნიშნულის შესახებ წინასწარ ატყობინებენ საკონსულო დაწესებულებას იმისათვის, რომ საკონსულო თანამდებობის პირი ან მისი წარმომადგენელი ესწრებოდეს ამ მოქმედებების განხორციელებას. თუ დროის სიმცირის შემთხვევაში წინასწარი გაფრთხილება შეუძლებელია, საკონსულო დაწესებულება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ინფორმირებული იმ მოქმედებათა შესახებ, რომლებიც განახორციელეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა, ხოლო საკონსულო თანამდებობის პირის თხოვნის შემთხვევაში მას აცნობონ მიღებული ზომების შედეგებიც.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დებულებანი შესაბამისად ვრცელდება იმ მოქმედებებზეც, რომლებსაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებენ ხმელეთზე ხომალდის კაპიტნის ან ეკიპაჟის რომელიმე წევრის მიმართ.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები არ გამოიყენება უბრალო ინსპექციების გატარებისას, რომლებსაც ახორციელებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები საბაჟოების, პორტების ადმინისტრაციის, კარანტინის, სასაზღვრო კონტროლის ხაზით, აგრეთვე იმ ზომების მიღებისას, რომლებიც მიმართულია ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან წყლების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.
4. ხომალდის კაპიტნის ან წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო თანამდებობის პირის პირადი თხოვნის ან თანხმობის გარეშე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს არ შეუძლიათ ჩაერიონ წარმდგენი სახელმწიფოს ხომალდის საშინაო საქმეებში, თუ არ ირღვევა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სიმშვიდე, უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგ