1. თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლოებს ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებს სურთ წარმდგენი სახელმწიფოს გემზე გაატარონ რაიმე იძულებითი ღონისძიებანი ან დაავალონ რაიმე გამოძიების ჩატარება, ისინი ამის შესახებ წინასწარ ატყობინებენ საკონსულო დაწესებულებას, რათა საკონსულო თანამდებობის პირი ან მისი წარმომადგენელი დაესწროს ამ ღონისძიებას. თუ ეს მოქმედება სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს და წინასწარი შეტყობინება შეუძლებელია, საკონსულო დაწესებულებას დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ჩატარებულ მოქმედებათა შესახებ, ხოლო საკონსულო თანამებობის პირის თხოვნით – ჩატარებულ ღონისძიებათა შედეგების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები შესაბამისად ეხება იმ მოქმედებებსაც, რომლებსაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები განახორციელებენ ხმელეთზე გემის კაპიტნის ან ეკიპაჟის რომელიმე წევრის მიმართ.
3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები არ გამოიყენება ჩვეულებრივი ინსპექციების მიმართ, რომლებიც ხორციელდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მაკონტროლებელი ორგანოების მიერ სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებში, ნავსადგურების ადმინისტრაციის მიერ, აგრეთვე წყალში ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად, ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოების ან წყლის გაჭუჭყიანების აღკვეთისათვის გატარებული ღონისძიებებისას.
4. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს არ შეუძლიათ ჩაერიონ წარმდგენი სახელმწიფოს რომელიმე გემის საშინაო საქმეებში, თუ არ ირღვევა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სიმშვიდე, უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ხდება გემის კაპიტნის პირადი თხოვნით ან მისი თანხმობით, ან წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო თანამდებობის პირის თანხმობი