1. თუ წარმდგენი სახელმწიფოს დროშით მცურავმა გემმა მარცხი ან ავარია განიცადა, მეჩეჩზე დაჯდა ან სხვა რაიმე მიზეზით დამოუკიდებლად არ შეუძლია ნაოსნობის განგრძობა, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ აცნობებენ საკონსულო დაწესებულებას იმ ზომების შესახებ, რომლებიც მიიღეს ადამიანების, რომლებიც იმყოფებიან გემბანზე, გემის ტვირთის და სხვა ქონების გადასარჩენად.

2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ხელს არ უშლიან საკონსულო თანამდებობის პირს დაეხმაროს რომელიმე გემს, რომელმაც მარცხი ან ავარია განიცადა, მეჩეჩზე დაჯდა ან სხვა რაიმე მიზეზების გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განაგრძოს ნაოსნობა, აგრეთვე მის ეკიპაჟს და მგზავრებს და ამ მიზნით მას შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლებას.

3. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ შეატყობინებს საკონსულო დაწესებულებას, თუ წარმდგენი სახელმწიფოს გემმა მარცხი ან ავარია განიცადა, მეჩეჩზე დაჯდა ან სხვა მიზეზების გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განაგრძოს ნაოსნობა, ან თუ გემის კუთვნილი რომელიმე ნივთი ან ტვირთი იპოვნეს ნაპირზე და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ნავსადგურში მოიტანეს, ხოლო კაპიტანი, მფლობელი, გემის აგენტი ან სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი ვერ ესწრებიან ან არ შეუძლიათ მიიღონ ამ ქონების დაცვისა და განკარგვის ზომები. ამ შემთხვევაში საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია მათი სახელით განახორციელოს სათანადო ღონისძიებანი.

4. არავითარი საბაჟო გადასახადი არ შეიძლება აკრეფილ იქნეს წარმდგენი სახელმწიფოს გემიდან, რომელმაც მარცხი ან ავარია განიცადა, მეჩეჩზე დაჯდა ან სხვა რაიმე მიზეზების გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განაგრძოს ნაოსნობა, აგრეთვე გემის ტვირთიდან ან ქონებიდან იმ შემთხვევების გარდა, როცა ისინი რეალიზებული ან გამოყენებული იქნა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში.

5. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს დაესწროს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ გემის ავარიის, მეჩეჩზე დაჯდომის ან დამოუკიდებლად ნაოსნობის გაგრძელების შეუძლებლობის გამორკვევის მიზეზების დადგენისა