1. თუ წარმდგენი სახელმწიფოს გემმა მარცხი განიცადა, თავთხელზე გაირიყა ან სხვაგვარად დაზიანდა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შიდა ან ტერიტორიულ წყლებში, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები შესაძლო მოკლე ვადაში ატყობინებენ ამის შესახებ საკონსულო თანამდებობის პირს და აცნობებენ მას გემის მგზავრებისა და ეკიპაჟის, გემის და მისი ტვირთის გადასარჩენად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
2. საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია დახმარება გაუწიოს წარმდგენი სახელმწიფოს გემს, მისი ეკიპაჟის წევრებს და იმ მგზავრებს, რომლებიც წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან ან სთხოვოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ასეთი დახმარების გაწევა.
3. თუ წარმდგენი სახელმწიფოს გემის მფლობელს, კაპიტანს ან სხვა უფლებამოსილ პირს არა აქვთ საშუალება განახორციელონ აუცილებელი ღონისძიებები გემისა და მისი ტვირთის დაცვისა და გადარჩენის უზრუნველსაყოფად ან განსაკარგავად, წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო თანამდებობის პირი მფლობელის სახელით ახორციელებს ისეთ ღონისძიებებს, რომლებსაც გემის ან ტვირთის მფლობელი განახორციელებდა ასეთ შემთხვევაში, ან თხოვნით მიმართავს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს, განახორციელოს ასეთი ღონისძიებანი.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებანი გამოიყენება აგრეთვე წარმდგენი სახელმწიფოს ან მესამე სახელმწიფოს მოქალაქის კუთვნილი საგნების მიმართ, რომლებიც ნაპოვნია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს წყლებში ან ნაპირზე ან მიტანილია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ნავსადგურში.
5. წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას უწევენ საკონსულო თანამდებობის პირს წარმდგენი სახელმწიფოს გემის გადარჩენასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისას.
6. წარმდგენი სახელმწიფოს გემი, რომელიც დაზიანდა, აგრეთვე მისი ტვირთი და ქონება თავისფლდება საბაჟო გადასახადების, მოსაკრებლების და ბაჟისაგან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, იმ შემთხვევების გარდა, როცა გემი ან მისი ტვირთი დატოვებულია ამ სახელმწიფოში ბაჟის გადასახდელა