1. თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს აქვთ შესაბამისი ინფორმაცია, ისინი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ შეატყობინონ კომპეტენტურ საკონსულო დაწესებულებას ყოველი შემთხვევის შესახებ, როდესაც მეურვის ან მზრუნველის დანიშვნა შეესაბამება არასრულწლოვნის ან სხვა სრულ ქმედუნარიანობას მოკლებული პირის ინტერესებს და ეს პირი წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეა.
2. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს შესთავაზოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს შესაფერისი პირები, რომლებიც შეიძლება დაინიშნონ წარმდგენი სახელმწიფოს არასრულწლოვან ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე მოქალაქეთა მეურვეებად ან მზრუნველება