თუ მიმღები სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს აქვთ შესაბამისი ინფორმაცია, ასეთ ხელისუფლების ორგანოებს აქვთ ვალდებულება:

(a) წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში, დაყოვნების გარეშე აცნობონ ეს იმ საკონსულო დაწესებულებას, რომლის ოლქშიც გარდაიცვალა პირი;

(b) დაყოვნების გარეშე აცნობონ კომპეტენტურ საკონსულო დაწესებულებას ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც მეურვის ან მზრუნველის დანიშვნა შეესაბამება წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქე არასრულწლოვნის ან სხვა სრულ ქმედუნარიანობას მოკლებული პირის ინტერესებს. თუმცა, ასეთი ინფორმაციის მიწოდება გავლენას არ ახდენს ასეთი დანიშვნების შესახებ მიმღები სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების მოქმედებაზე;

(c) თუ წარმგზავნი სახელმწიფოს ეროვნულობის მქონე გემი დაიღუპა ან დაჯდა მეჩეჩზე მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიულ ზღვაში ან შიდა წყლებში, ან თუ წარმგზავნ სახელმწიფოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდს შეემთხვა ინციდენტი მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აღნიშნულის შესახებ დაყოვნების გარეშე აცნობონ შემთხვევის ადგილიდან ყველაზე ახლოს მდებარე საკონსულო დაწესებულება