1. საკონსულო დაწესებულებას მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესასრულებელი საკონსულო მოქმედებებისთვის შეუძლია დააწესოს მოსაკრებლები წარმგზავნი სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.
2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოსაკრებლების სახით შეგროვებული თანხა და ასეთი მოსაკრებლების ქვითრები თავისუფლდება მიმღები სახელმწიფოს ყველა გადასახადისგან და მოსაკრებლებისგან.
ნაწილი II. კარიერულ საკონსულო თანამდებობის პირებთან და საკონსულო დაწესებულების სხვა წევრებთან დაკავშირებული ხელსაყრელი პირობები, პრივილეგიები და იმუნიტეტე