1. საკონსულო დაწესებულების წევრები შეიძლება გამოიძახონ მოწმედ სასამართლო ან ადმინისტრაციული წარმოებისას. საკონსულო მოსამსახურეს ან მომსახურე პერსონალის წევრს, წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ შემთხვევათა გარდა, უფლება არ აქვს, უარი თქვას ჩვენების მიცემაზე. თუ საკონსულო თანამდებობის პირი უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, მის წინააღმდეგ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იძულების ან დასჯის რაიმე ღონისძიება.
2. ხელისუფლების ორგანომ, რომელიც ითხოვს საკონსულო თანამდებობის პირის მიერ მტკიცებულების წარდგენას, თავიდან უნდა აიცილოს ამ პირის ფუნქციების შესრულებაში ჩარევა. ორგანოს შეუძლია, როდესაც ეს შესაძლებელია, ასეთი ჩვენება აიღოს ამ პირის საცხოვრებელში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან მისი ჩვენება მიიღოს წერილობითი ფორმით.
3. საკონსულო დაწესებულების წევრებს არ აქვთ ვალდებულება, მისცენ ჩვენება იმ საკითხების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია მათი ფუნქციების შესრულებასთან, ან წარადგინონ ამ ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული ოფიციალური კორესპონდენცია და დოკუმენტები. მათ, ასევე, უფლება აქვთ, უარი თქვან ჩვენების მიცემაზე წარმგზავნი სახელმწიფოს კანონმდებლობის თაობაზე, როგორც ექსპერტებმ