1. წარმგზავნ სახელმწიფოს შეუძლია უარი თქვას საკონსულო დაწესებულების წევრთა ნებისმიერ პრივილეგიაზე და იმუნიტეტზე, რომლებიც გათვალისწინებულია 41-ე, 43-ე და 44-ე მუხლებით.
2. წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ასეთი უარი ყოველთვის უნდა იყოს პირდაპირ გამოხატული და მიმღებ სახელმწიფოს უნდა ეცნობოს წერილობით.
3. თუ საკონსულო თანამდებობის პირი ან საკონსულო მოსამსახურე დაიწყებს ისეთ სამართალწარმოებას, რომლის ფარგლებშიც მან შეიძლება ისარგებლოს იურისდიქციისგან იმუნიტეტით 43-ე მუხლის თანახმად, მას აღარ აქვს უფლება, დაეყრდნოს იურისდიქციისგან იმუნიტეტს ნებისმიერი შეგებებული მოთხოვნის მიმართ, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ძირითად მოთხოვნასთან.
4. სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში იურისდიქციისგან იმუნიტეტზე უარის თქმა არ გულისხმობს უარის თქმას იმუნიტეტზე სააღსრულებო ღონისძიებებისგან, რომელსაც საფუძვლად უდევს სასამართლო გადაწყვეტილება. ასეთი ღონისძიებების მიმართ საჭიროა იმუნიტეტზე ცალკე უარის თქმ