1. საკონსულო დაწესებულების წევრები, როდესაც ეს გულისხმობს წარმგზავნი სახელმწიფოსათვის მომსახურების გაწევას, თავისუფლდებიან დასაქმების ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული ყოველგვარი ვალდებულებებისაგან, რომელიც განსაზღვრულია მიმღები სახელმწიფოს კანონებითა და რეგულაციებით უცხოელთა დასაქმების შესახებ.
2. საკონსულო თანამდებობის პირთა და საკონსულო მოსამსახურეთა კერძო მოსამსახურეები, თუ ისინი მიმღებ სახელმწიფოში არ ეწევიან რომელიმე სხვა საქმიანობას შემოსავლის მიღების მიზნით, თავისუფლდებიან წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვალდებულებებისგა