1. მიმღებმა სახელმწიფომ, მის მიერ მიღებული კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, უნდა დართოს შემოტანის ნება და გაათავისუფლოს ყოველგვარი საბაჟო გადასახადისგან, გადასახადებისგან და დაკავშირებული მოსაკრებლებისგან, გარდა შენახვის, გადაზიდვისა და მსგავსი მომსახურების მოსაკრებლებისა:

(a) საგნები საკონსულო დაწესებულების ოფიციალური გამოყენებისთვის;

(b) საგნები საკონსულო თანამდებობის პირის ან მასთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების პირადი გამოყენებისთვის, მათ შორის, მისი პირველადი მოწყობისთვის საჭირო საგნები. სამომხმარებლო საგნების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი პირების მიერ უშუალო მოხმარებისთვის საჭირო რაოდენობას.

2. საკონსულო მოსამსახურეები წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და შეღავათებით სარგებლობენ იმ საგნების მიმართ, რომლებიც შემოტანილია მათი პირველადი მოწყობისას.

3. საკონსულო თანამდებობის პირების და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახების წევრების პირადი თანმხლები ბარგი თავისუფლდება შემოწმებისგან. ის შეიძლება შემოწმდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის სერიოზული ეჭვის საფუძველი, რომ მასში მოთავსებულია წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტის „b“ ქვეპუნქტში მითითებული საგნებისგან განსხვავებული საგნები, ან საგნები, რომელთა იმპორტი და ექსპორტი აკრძალულია მიმღები სახელმწიფოს კანონებითა და რეგულაციებით, ან საგნები, რომლებიც ექვემდებარებიან ამ სახელმწიფოს საკარანტინო კანონებსა და რეგულაციებს. ასეთი შემოწმება უნდა განხორციელდეს შესაბამისი საკონსულო თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის თანდასწრები