1. საკონსულო თანამდებობის პირები, საკონსულო მოსამსახურეები და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები თავისუფლდებიან ყველა პირადი ან ქონებრივი, ეროვნული, რეგიონული ან მუნიციპალური მოსაკრებლისგან და გადასახადისგან. გამონაკლისია:
(a) არაპირდაპირი გადასახადები, რომლებიც, ჩვეულებრივ, შედის საქონლის ან მომსახურების ღირებულებაში;
(b) მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებული კერძო უძრავი ქონების მოსაკრებლები და გადასახადები, 32-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით;
(c) სამკვიდრო ქონებასთან ან მემკვიდრეობასთან დაკავშირებული მოსაკრებლები და მოსაკრებლები ქონების გადაცემაზე, რომელიც დაწესებულია მიმღები სახელმწიფოს მიერ, 51-ე მუხლის „b“ პუნქტის დებულებების გათვალისწინებით;
(d) მოსაკრებლები და გადასახადები კერძო შემოსავალზე, მათ შორის, იმ კაპიტალიდან მიღებულ შემოსავალზე, რომლის წყარო მიმღებ სახელმწიფოშია, და კაპიტალური გადასახადები, რომლებიც დაკავშირებულია მიმღები სახელმწიფოს კომერციულ ან საფინანსო დაწესებულებებში განხორციელებულ ინვესტიციებთან;
(e) მოსაკრებლები კონკრეტული სახის მომსახურებისთვის;
(f) რეგისტრაციის, სასამართლო ან რეესტრის ბაჟი, იპოთეკის მოსაკრებელი და საგერბო მოსაკრებელი, 32-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით.
2. მომსახურე პერსონალის წევრები თავისუფლდებიან თავიანთი სამუშაოსათვის მიღებული ხელფასის მოსაკრებლებისგან და გადასახადებისგან.
3. საკონსულო დაწესებულების წევრებმა, როლებიც ასაქმებენ პირებს, რომელთა ანაზღაურება ან ხელფასი მიმღებ სახელმწიფოში არ არის განთავისუფლებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან, უნდა შეასრულონ ვალდებულებები, რომლებსაც ამ სახელმწიფოს კანონები და რეგულაციები აკისრებს დამსაქმებლებს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირები