1. წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, საკონსულო დაწესებულების წევრებზე, როდესაც ეს გულისხმობს მათ მიერ წარმგზავნი სახელმწიფოსთვის მომსახურების გაწევას, და მათთან ერთად მცხოვრებ მათი ოჯახების წევრებზე არ უნდა გავრცელდეს მიმღებ სახელმწიფოში სოციალური უზრუნველყოფის შესახებ ძალაში მყოფი დებულებები.

2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ასევე ვრცელდება კერძო მოსამსახურეებზე, რომლებიც მხოლოდ საკონსულო დაწესებულების წევრების მიერ არიან დასაქმებულნი, იმ პირობით, რომ:

(a) ისინი არ არიან მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეები ან იქ მუდმივად მცხოვრები პირები; და

(b) მათზე ვრცელდება წარმგზავნ სახელმწიფოში ან მესამე სახელმწიფოში ძალაში მყოფი დებულებები სოციალური უზრუნველყოფის შესახებ.

3. საკონსულო დაწესებულების წევრებმა, რომლებიც ასაქმებენ პირებს, რომლებზეც არ ვრცელდება წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, უნდა შეასრულონ ვალდებულებები, რომლებიც დამსაქმებლებს ეკისრებათ მიმღებ სახელმწიფოში სოციალური უზრუნველყოფის შესახებ ძალაში მყოფი დებულებებით.

4. წინამდებარე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეღავათი არ გამორიცხავს მიმღები სახელმწიფოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში ნებაყოფლობით მონაწილეობას იმ პირობით, რომ ასეთი მონაწილეობა ნებადართულია ამ სახელმწიფოს მიე