1. დაუშვებელია საკონსულო თანამდებობის პირთა დაკავება ან დაპატიმრება საქმის განხილვამდე, გარდა მძიმე დანაშაულისა და კომპეტენტური სასამართლო ორგანოს გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევისა.

2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შემთხვევის გარდა, არ შეიძლება საკონსულოს თანამდებობის პირთა დატუსაღება ან ნებისმიერი სხვა ფორმით მათი პირადი თავისუფლების შეზღუდვა, გარდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისა.

3. თუ საკონსულო თანამდებობის პირის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი წარმოება, ის უნდა გამოცხადდეს კომპეტენტურ ხელისუფლების ორგანოებში. მიუხედავად ამისა, საქმის წარმოებისას მას უნდა მოეპყრან პატივისცემით მისი ოფიციალური პოზიციიდან გამომდინარე და იმ ფორმით, რომელიც შეძლებისდაგვარად ნაკლებად შეაფერხებს საკონსულო ფუნქციების შესრულებას, წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა. თუ წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობისას, აუცილებელი გახდა საკონსულო თანამდებობის პირის დაკავება, სამართალწარმოება მის წინააღმდეგ უნდა დაიწყოს მინიმალური დაყოვნები