1. საკონსულო თანამდებობის პირები არ ექვემდებარებიან დაპატიმრებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არსებობს კომპეტენტური სასამართლო ორგანოს განაჩენი, რომ ჩადენილია დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას არანაკლებ ხუთი წლის ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საკონსულო თანამდებობის პირები არ ექვემდებარებიან დაპატიმრებას ან თავისუფლების აღკვეთის სხვა ნებისმიერ ფორმას, თუ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი.

3. თუ საკონსულო თანამდებობის პირის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, იგი ვალდებულია გამოცხადდეს კომპეტენტურ ორგანოებში. მიუხედავად ამისა, საქმის წარმოებისას პატივისცემით უნდა მოეპყრან მისი ოფიციალური მდგომარეობის გამო და ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევათა გარდა, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა შეუშალონ ხელი საკონსულო ფუნქციების შესრულებაში. თუ აუცილებელია საკონსულო თანამდებობის პირის დაკავება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სასამართლო განხილვა უნდა დაიწყოს შესაძლო მოკლე ვადაშ