1. საკონსულო დაწესებულებებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე საკონსულო აქტების შესრულებისათვის შეუძლიათ გადაახდევინონ წარმდგენი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით განსაზღვრული გადასახადი, მოსაკრებელი და ბაჟი.
2. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული ბაჟისა და მოსაკრებლის სახით შეგროვებული თანხები და აგრეთვე შესაბამისი ქვითრები, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადების, მოსაკრებლებისა და ბაჟისაგან.
3. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ნებას რთავს საკონსულო დაწესებულებას, რომ ამ მუხლის შესაბამისად საკონსულო მოსაკრებლების სახით მიღებული თანხა ჩარიცხოს ოფიციალურ საბანკო ანგარიშზ