1. საკონსულო კარ-მიდამო, მისი ავეჯი, საკონსულო დაწესებულების ქონება, აგრეთვე მისი გადაადგილების საშუალებები, თავისუფლდება ყველა სახის რეკვიზიციისგან.

2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს წესების შესაბამისად, ზემოაღნიშნული კარ-მიდამო ექვემდებარება ექპროპრიაციას ეროვნული დაცვისა და სახელმწიფო ინტერესების აუცილებლობიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი მიზნებისათვის აუცილებელია ექსპროპრიაცია და თუ წარმდგენი სახელმწიფო არის საკონსულო კარ-მიდამოს მესაკუთრე, საჭიროა დადგენილ ვადებში სათანადო კომპენსაციის შეუფერხებლად გადაგზავნა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში.

3. ადგილსამყოფელი სახელმწიფო იღებს ზომებს, რათა ხელი შეუწყოს წარმდგენი სახელმწიფოს ექსპროპრირებული კარ–მიდამოს მესაკუთრეს ან დამქირავებელს საკონსულოს ადგილსამყოფლის ხელახლა დაარსებაში, ისე რომ თავიდან აცილებულ იქნეს ყველა წინააღმდეგობა საკონსულო ფუნქციების შესრულებისა