1. წარმდგენ სახელმწიფოს უფლება აქვს, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად:
ა) შეიძინოს საკუთრებად, სარგებლობის უფლებით ან ნებისმიერი სხვა იურიდიული ფორმით საკონსულო კარ-მიდამო, შენობები, შენობების ნაწილები და საკონსულო დაწესებულების მოწყობის და შენახვისათვის საჭირო მინაშენები, აგრეთვე საცხოვრებელი სათავსოები საკონსულო დაწესებულების მუშაკებისათვის;
ბ) ააშენოს ამავე მიზნებისათვის შენობები, შენობის ნაწილები ან შეძენილ კარ-მიდამოზე მინაშენები მოცემული პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) გაასხვისოს უფლებები ან მოცემული პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქონება.
2. ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი წარმდგენ სახელმწიფოს თავის ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულების კარ-მიდამოს შეძენაში, თავისი კანონებისა და წესების შესაბამისად, აგრეთვე დაეხმაროს წარმდგენ სახელმწიფოს კარ-მიდამოს მოძებნაში. ადგილსამყოფელი სახელმწიფო, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დეხმაროს საკონსულო დაწესებულებას თავიანთი მუშაკებისათვის საცხოვრებელი სათავსებით უზრუნველყოფაში.
3. ამ მუხლში აღნიშნული დებულებანი არ ათავისუფლებენ წარმდგენ სახელმწიფოს აუცილებლობისაგან დაიცვას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და წესები მშენებლობისა და დაგეგმარების შესახებ, იმ ადგილებში, სადაც მდებარეობს უძრავი ქონებ