(1) საკონსულო კარ-მიდამო და საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენცია, რომლის მფლობელსაც ან დამქირავებელსაც წარმოადგენს წარმდგენი სახელმწიფო ან მისი სახელით მოქმედი ნებისმიერი პირი, თავისუფლდება ყოველგვარი სახელმწიფო, რეგიონალური ან კომუნალური გადასახადის, მოსაკრებლისა და ბაჟისაგან, გარდა კონკრეტული მომსახურებისათვის დაწესებული გადასახადებისა და მოსაკრებლებისა.

(2) ამ მუხლის (1) პუნქტში აღნიშნული საგადასახადო შეუვალობა არ ვრცელდება მოსაკრებლებზე და გადასახადზე, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად უნდა გადაიხადონ იმ პირებმა, რომელთაც წარმდგენ სახელმწიფოსთან, ან მისი სახელით მოქმედ პირთან დადეს ხელშეკრულება.

(3) ამ მუხლის დებულებები ვრცელდება საკონსულო დაწესებულების საჭიროებისათვის გამოყოფილ სატრანსპორტო საშუალებებზ