1. ხელშემკვრელ მხარეებს შორის საკონსულო ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში:

a) ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაშიც კი პატივი უნდა სცეს და დაიცვას საკონსულოს კარ-მიდამო, აგრეთვე საკონსულო დაწესებულების ქონება და არქივი;

b) წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია საკონსულოს კარ-მიდამოს, აგრეთვე იქ არსებული ქონებისა და საკონსულო არქივის დაცვა მიანდოს მესამე სახელმწიფოს, რომელიც მისაღები იქნება ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის;

c) წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია თავისი და თავისი მოქალაქეების ინტერესების დაცვა მიანდოს მესამე სახელმწიფოს, რომელიც მისაღები იქნება ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის.

2. საკონსულო დაწესებულების დროებით ან საბოლოო დახურვის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის a) ქვეპუნქტის დებულებები, გარდა ამისა:

a) თუ წარმდგენ სახელმწიფოს ადგილსამყოფელ საელმწიფოში არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა, მაგრამ ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე აქვს სხვა საკონსულო დაწესებულება, აღნიშნულ საკონსულო დაწესებულებას შეიძლება დაეკისროს დახურული საკონსულო დაწესებულების კარ-მიდამოს/იქ არსებული ქონებისა და საკონსულო არქივის დაცვა და, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით, საკონსულო ფუნქციათა შესრულება ამ საკონსულო ოლქში;

b) თუ წარმდგენ სახელმწიფოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა და სხვა საკონსულო დაწესებულება, გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის b) და c) ქვეპუნქტების დებულებებ