1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულებას შეუძლია აკრიფოს საკონსულო მოსაკრებელი და საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანხები და ასეთი თანხების მიღების ქვითრები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადის, მოსაკრებლისა და ბაჟისაგან.
3. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ნებას რთავს საკონსულო დაწესებულებას ასეთი სახით მიღებული თანხები შეიტანოს თავის ოფიციალურ საბანკო ანგარიშზ