1. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს საჭირო დახმარება გაუწიოს და ხელი შეუწყოს წარმდგენი სახელმწიფოს გემს, რომელიც იმყოფება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ნავსადგურში ან ღუზასადგომზე ან ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შიდა და ტერიტორიულ წყლებში.

2. საკონსულო თანამდებობის პირს უფძლება აქვს შეხვდეს კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს, ურთიერთობა დაამყაროს მათთან გემზე და ნებსიმიერ სხვა ადგილას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა დაწესების შესაბამისად.

3. საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია მიმართოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს და სთხოვოს მათ დახმარება წარმდგენი სახელმწიფოს გემთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის, აგრეთვე კაპიტანთან, ეკიპაჟის წევრებსა და ტვირთთან დაკავშირებული საკითხების მიმართ მისი ფუნქციების განხორციელებაშ