1. საკონსულო თანამდებობის პირს თავისი საკონსულო ოლქის ფარგლებში უფლება აქვს, დაეხმაროს წარმდგენი სახელმწიფოს გემებს, რომლებიც ადილსამყოფელი სახელმწიფოს შიდა ან ტერიტორიულ წყლებში იმყოფებიან, ამ გემების კაპიტნებს და ეკიპაჟის წევრებს, აგრეთვე:
1.1. ავიდეს გემბანზე, გამოკითხოს კაპიტანი და ეკიპაჟის ნებისმიერი წევრი, აგრეთვე მიიღოს ინფორმაცია გემის საქმიანობის, ნაოსნობის და მისი ტვირთის შესახებ;
1.2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების უფლებების შეულახავად გამოიძიოს ნაოსნობის დროს მომხდარი ნებისმიერი უბედური შემთხვევა;
1.3. გადაწყვიტოს დავა კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს შორის, ხელფასისა და ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალიწინებული დავის ჩათვლით, აგრეთვე მიიღოს ზომები გემზე უსაფრთხოების დასაცავად;
1.4. მიიღოს ზომები გემის კაპიტანისა და ეკიპაჟის ნებისმიერი წევრისათვის სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ან რეპატრიაციისათვის;
1.5. მიიღოს, განიხილოს, შეადგინოს, ხელი მოაწეროს ან დაადასტუროს დოკუმენტები, რომლებიც გემს ეხება;
1.6. წარმდგენი სახელმწიფოს ან გემის მესაკუთრის დავალებით გადაწყვიტოს სხვა პრობლემებიც, რომლებიც გემს ეხება.
2. კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების დაურღვევლად, უფლება აქვთ უშუალოდ დაუკავშირდნენ საკონსულო თანამდებობის პირ