1. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს თავისი საკონსულო ოლქის ფარგლებში დახმარება გაუწიოს წარმდგენი სახელმწიფოს ხომალდებს, რომლებიც იმყოფებიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შიდა წყლებში ან ტერიტორიულ ზღვაში, ამ ხომალდების კაპიტნებს და ეკიპაჟის წევრებს, აგრეთვე:
1.1. ავიდეს ხომალდის გემბანზე, გამოკითოს კაპიტანი და ეკიპაჟის ნებისმიერი წევრი, აგრეთვე მიიღოს ინფორმაცია ხომალდის საქმიანობის, ნაოსნობისა და ტვირთის შესახებ.
1.2.ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების უფლებებისათვის ზიანის მიუყენებლად, გამოიძიოს ნებისმიერი უბედური შემთხვევა, რომელიც მოხდა ნაოსნობის დროს.
1.3. გადაწყვიტოს დავები კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს შორის, იმ დავების ჩათვლით, რომლებიც ეხება ხელფასსა და იმ ვალდებულებებს, რომლებიც გათვალისწინებულია დაქირავების ხელშეკრულებით, აგრეთვე მიიღოს ზომები ხომალდის გემბანზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
1.4. მიიღოს ზომები ხომალდის კაპიტანისა და ეკიპაჟის ნებისმიერი წევრისათვის სამედიცინო დახმარების, რეპატრიაციის უზრუნველსაყოფად.
1.5. მიიღოს, განიხილოს, შეადგინოს, ხელი მოაწეროს, ან დაადასტუროს დოკუმენტები, რომლებიც ეხებიან ხომალდს.
1.6. გადაწყვიტოს სხვა პრობლემები, რომლებიც ეხება ხომალდს წარმდგენი სახელმწიფოს დავალებით.
2. კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს უფლება აქვთ უშუალოდ დაუკავშირდნენ საკონსულო თანამდებობის პირს, ამასთან ისინი არ უნდა არღვევდნენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს
საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია
მუხლი 18. დახმარება, გაწეული წარმდგენი სახელმწიფოს ხომალდებისადმი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. ლეგალიზაცია და დადასტურება
- მუხლი 13. შეტყობინება დაკავების, დაპატიმრების და მონახულების შესახებ
- მუხლი 14. წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის დახმარების გაწევა
- მუხლი 15. მეურვეობა და მზრუნველობა
- მუხლი 16. შეტყობინება გარდაცვალების შესახებ
- მუხლი 17. მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ფუნქციები
- მუხლი 19. წარმდგენი სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავი ხომალდის
- მუხლი 20. დახმარება ხომალდებისადმი, რომლებმაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შიდა ან ტერიტორიულ წყლებში განიცადეს ავარია, დაჯდნენ მეჩეჩზე ან სხვა რომელიმე მიზეზით არ ძალუძთ დამოუკიდებლად განაგრძონ ცურვა
- მუხლი 21. წარმდგენი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდი
- მუხლი 22. სამართლებრივი დოკუმეტების გადაცემა
- მუხლი 24. ურთიერთობები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ორგანოებთან
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია“, მუხლი 18. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1218398/muxli-18/