1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ხელისუფალნი გადაუდებლად ატყობინებენ საკონსულო დაწესებულებას წარმდგენი სახელმწიფოს იმ მოქალაქეზე მეურვის ან მეთვალყურის დანიშვნის აუცილებლობის შესახებ, რომელიც არაქმედუნარიანია ან გააჩნია შეზღუდული ქმედუნარიანობა, იმისათვის რომ იმოქმედოს საკუთარი სახელით.
2. საკონსულო თანამდებობის პირს, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად უფლება აქვს დაიცვას წარმდგენი სახელმწიფოს იმ მოქალაქის უფლებები და ინტერესები, რომელიც არაქმედუნარიანი ან გააჩნია შეზღუდული ქმედუნარიანობა იმისათვის, რომ იმოქმედოს საკუთარი სახელით და აუცილებლობის შემთხვევაში, რეკომენდაცია გაუწიოს ან დაუნიშნოს მეურვე ან მზრუნველი ამგვარ პირს და თვალყური ადევნოს იმ მოქმედებებს, რომლებიც ეხება მეურვეობასა და მზრუნველობას