1. მეურვის ან მზრუნველის მოვალეობათა განსახორციელებლად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები ნიშნავენ მეურვეს ან მზრუნველს.

2. მეურვე ან მზრუნველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მათი თანხმობით.

3. მზრუნველის შერჩევა სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირისათვის, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად დაიცვას თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობები, შეიძლება მხოლოდ სამზრუნველო პირის თანხმობით.

4. მეურვე ან მზრუნველი შეიძლება დანიშნულ იქნეს გარდაცვლილი მშობლების მითითებისამებრ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის (ანდერძის) საფუძველზე.

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6989 – ვებგვერდი, 28.07.2020