1. სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
3. მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას.
4. პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.
5. თუ მხარდამჭერის ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირებისაგან არჩევა ვერ მოხერხდა, სასამართლო მხარდამჭერად ნიშნავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს, ხოლო თუ მხარდაჭერის მიმღები სპეციალიზებულ დაწესებულებაშია მოთავსებული – ამ დაწესებულების წარმომადგენელს.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3339
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(238)
- საქმე №ას-1325-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.12.2025
…და სხვა, არ არსებობდა. 18. განსახილველ შემთხვევაში, მხარდამჭერი ითხოდა უფლებამოსილების გაფართოებას, კერძოდ, მხარდაჭერის მიმღები პირის კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვის თაობაზე გარიგების დადების უფლებამოსილების მინიჭებას. 18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280.2 მუხლის თანახმად, მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ…
- საქმე №ას-691-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2025
…თაობაზე. 19. მეორე საკასაციო საჩივრის ავტორმა მოითხოვა წინამდებარე საქმეზე მისი მხარდამჭერად დანიშვნა და მიუთითა შემდეგ საკასაციო პრეტენზიებზე: 19.1. პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სსკ-ის 1277 და 1280 მუხლი, მაგრამ არასწორად განმარტა ის. მითითებული ნორმის თანახმად, „სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ,…
- საქმე №ას-1025-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2022
…და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს. 3.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1275.3, 12771 მუხლებზე, ასევე ამავე კოდექსის 1280-ე მუხლზე (1. სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს…
- საქმე №ას-136-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2022
…აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს. 46. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც…
- საქმე №ას-533-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2020
მე-12, მე-13, მე-18, 25-ე მუხლებით. 1.15. საქალაქო სასამართლომ სსსკ-ის 36314-ე, 36315-ე, 36320, 36319-ე, 36321-ე მუხლები, სსკ-ის 1275.3, 12771-ე, 1280-ე, 1283-ე, 1289-ე მუხლები მოიხმო და განმარტა, რომ მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ…
- საქმე №ას-211-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2020
- საქმე №ას-982-914-2017(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2017
- საქმე №ას-43-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №140224016001272584 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 14.05.2018
- საქმე №110224019002856204 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.11.2019
- საქმე №330224017001995944 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.02.2019
- საქმე №080224018001391601 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 14.01.2019
- საქმე №210224016001484982 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.02.2018
- საქმე №100210017002040919 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 18.01.2018
- საქმე №100224020003453110 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 24.04.2020
- საქმე №180224019003206720 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 26.03.2020
- საქმე №180224019002793268 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 26.03.2020
- საქმე №180224019003067518 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 26.03.2020
- საქმე №180224019003036205 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 26.03.2020
- საქმე №180224019003048765 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 26.03.2020
- საქმე №180224019003160978 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 26.03.2020
- საქმე №010224019003264990 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №010224019003329060 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №010224019003224065 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №010224019003246345 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №010224019003270247 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №010224019003320935 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №010224019003273029 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №010224019003175986 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 09.03.2020
- საქმე №010224019003172727 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 09.03.2020
- საქმე №080224019002995147 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №080224019003238389 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №080224019003292792 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №080224019003017730 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №080224019003149821 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №080224019003261659 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №080224019002830109 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №100224018002577894 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 27.02.2020
- საქმე №100224019003030672 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 27.02.2020
- საქმე №100224019003366557 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 27.02.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 238-დან.