1. მეურვე ან მზრუნველი უნდა დაინიშნოს არა უგვიანეს ერთი თვისა იმ დროიდან, როდესაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ცნობილი გახდება მეურვეობის ან მზრუნველობის დაწესების აუცილებლობა.
2. მეურვის ან მზრუნველის არჩევისას მხედველობაში მიიღება მისი პიროვნული თვისებები, დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარი, ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც არსებობს მასა და სამეურვეო/სამზრუნველო პირს შორის, სამეურვეო/სამზრუნველო პირის ინტერესები, ასევე მშობლის ან მამკვიდრებლის მითითება.
3. მეურვის ან მზრუნველის დანიშვნამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ეკისრება მეურვის ან მზრუნველის სათანადო სამართლებრივი ვალდებულებები სამეურვეო/სამზრუნველო პირის მიმართ.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.4
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1282. მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის წესი 1. მეურვე ან მზრუნველი უნდა დაინიშნოს არა უგვიანეს ერთი თვისა იმ დროიდან, როდესაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ცნობილი გახდება მეურვეობის ან მზრუნველობის დაწესების აუცილებლობა. 2. მეურვის ან მზრუნველის არჩევისას მხედველობაში მიიღება მისი პიროვნული თვისებები, დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარი, ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც არსებობს მასა და სამეურვეო (/სამზრუნველო) პირს შორის და, საგმეურვეთო/სამზრუნვე, ლო პირის ინტერესები, ასევე მშოცბლის ან მამკვიდრებლის მითითება. 3. მეურვის ან მზრუნველის დანიშვნამდე მეურვეობისაძ და მზრუნველობის ორგანოს ეკისრება მეურვის ან მზრუნველის სა,თანადო სამართლებრივი ვალდებულებები სამეურვეო (/სამზრუნველო) პირის მიმართ. სუაქართვიელოს 2007 წლიცს 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.4
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ას-1558-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
…მშობლებს შორის (საოჯახო) დავებში ერთვებიან ამავე კოდექსის 1200-ე და 1201-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, სსკ-ს 1205-ე და 1206-ე მუხლების დათქმისას, როდესაც მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა/ჩამორთმევის შემთხვევაში, სსკ-ს 1282-ე მუხლის მე-3 ნაწილით „მეურვის ან მზრუნველის დანიშვნამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ეკისრება მეურვის ან მზრუნველის სათანადო სამართლებრივი…
…მშვილებელმა პირებმა მოიპოვონ შვილად აყვანის უპირატესი უფლება, რითაც დაცული იქნება “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” კანონით დადგენილ მშვილებელ პირთა დაკმაყოფილების რიგითობის პრინციპი. სამოქალაქო კოდექსის 1275-ე და 1282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მიტოვებულად აღიარებული ბავშვის მიმართ მეურვის სათანადო ვალდებულებების შესრულება ეკისრება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.…
…შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მოთხოვნები, სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლი, 1282-ე მუხლის მესამე ნაწილი და, აღნიშნული ნორმების გამოყენების ნაცვლად, გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია არასწორად დააფუძნა საქართველოს კონსტიტუციასა და ბავშვის…
…რითაც დაცული იქნება «შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ» კანონით დადგენილ მშვილებელ პირთა დაკმაყოფილების «რიგითობის პრინციპი». Aარასრულწლოვანი ნ. ლ-ძე აღიარებულ იქნა მიტოვებულ ბავშვად. სამოქალაქო კოდექსის 1275-ე და 1282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მიტოვებულად აღიარებული ბავშვის მიმართ მეურვის სათანადო ვალდებულებების შესრულება ეკისრება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.…
…სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ჟ--–----------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11, მე- 12-ე, 874-ე, 1282-ე, 1200-ე მუხლებით; 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. სარჩელის თანახმად მოსარჩელე ითხოვს საბავშვო დეპოზიტის ხელშეკრულების ბათილად ცნობას გარიგების შინაარსში არსებითი…